ლონდონში, სომხეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციის შესახებ წერენ როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური მედიასაშუალებები.
სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ლონდონში სომხეთის საელჩოს შენობას თავს დაესხნენ.
ლონდონში სომხეთის კომიტეტის წარმომადგენლის, ანეტ მოსკოფიანის თქმით, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას და ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ვითარების განმუხტვა მათივე სიმცირის გამო ვერ შეძლეს, რის შემდეგაც სომხური თემის წარმომადგენლები ჩაერივნენ.
ამასთან, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მშვიდობიანი აქციის დროს, მათ სომხური თემის წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ერთ-ერთ მონაწილეს დაზიანებაც მიაყენეს, რის გამოც სამართალდამცველებს მოუწიათ ჩარევა.