ლონდონში, რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 პოლიციელი დაშავდა
ლონდონში, რასიზმის წინააღდეგ გამართულ აქციაზე მონაწილეების ნაწილსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ლონდონის პოლიციის ხელმძღვანელი კესიდა დიკი აცხადებს, ძალადობის ინიციატორები აქციის მონაწილეების იყვნენ.
„ვწუხვარ, რომ ცენტრალურ ლონდონში გამართულ აქციაზე მონაწილეების ნაწილმა პოლიციაზე იძალადა. ამას 14 პოლიციელის დაშავება მოჰყვა. დაზარალებულთა რიცხი შოკისმომგვრელი და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა კესიდა დიკმა.
პოლიციის ხელმძღვანელმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს ასევე მოუწოდა, რომ საკუთარი შეხედულებების გაჟღერების სხვა მეთოდები მოეძებნათ, რადგან საპროტესტო აქციები „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკებს ზრდის.