ლონდონში, პოლიციის განყოფილებაში ხანძარს 170-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
ლონდონის სახანძრო ბრიგადის განცხადებით, ფორესტ გეითში, პოლიციის განყოფილებაში ცეცხლი გაჩნდა, სადაც 30-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 175 მეხანძრე მუშაობს.
ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა, „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ხალხს, მოერიდონ მიმდებარე ტერიტორიას და დახურონ ფანჯრები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.