ლონდონში „კოვიდ-19“-ის რეგულაციების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
ლონდონში „კოვიდ-19“-ის რეგულაციების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, დაკავებულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.
პოლიციის მიერ აქციის დაშლის მცდელობისას, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს შუშის ბოთლები დაუშინეს. ამის გამო, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციები არაკანონიერია, რადგან ლონდონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, მასშტაბური შეკრებები აკრძალულია.