ლონდონში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ზოოპარკი მუშაობას განაგრძობს
ლონდონში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ზოოპარკი მუშაობას განაგრძობს

ლონდონის ზოოპარკი, რომელიც შაბათს ხანძრის შედეგად დაზიანდა, მუშაობას განაგრძობს. ხანძარს რამდენიმე ცხოველის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდნენ ადამიანებიც. მათგან რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლონდონის ზოოპარკის განცხადებით, პარკის მოწესრიგებაში დახმარება მათ უბრალო მოქალაქეებმაც შესთავაზეს. დაზიანებული შენობების აღდგენაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ადგილობრივმა სამშენებლო კომპანიებმაც.

ცეცხლის ჩაქრობას 70-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, დამთვალიერებლებს ბილეთების ხარჯი აუნაზღაურდებათ.