ლონდონში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან და სარკინიგზო სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
ლონდონში საეჭვო ავტომობილის გამო, სავაჭრო ცენტრიდან და სარკინიგზო სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, აღმოსავლეთ ლონდონში, სტრეტფორდის რაიონში სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე საეჭვო ავტომობილი შეამჩნიეს. შემთხვევის გამო პოლიცია ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გამოიძახეს.
ინციდენტის გამო, სამართალდამცველებმა სარკინიგზო და მეტროსადგური დახურეს. ასევე, გადაკეტეს სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, განგაშის შემდეგ საათ-ნახევარში სადგურებმა მუშაობა განაახლეს.