ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა
ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 9 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68,82 (+ 1,04) დოლარი ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62,96 (+ 0,76) დოლარი ბარელზე.