დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, მეტროსადგურ Southgate-ში აფეთქება მოხდა. ბრიტანეთის პოლიციის ოფიციალურ გვერდზე „ტვიტერში“ აღნიშნულია, რომ აფეთქება ძლიერი არ იყო.
აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის აფეთქების მიზეზს ადგენენ.