ლონდონის მერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს
ლონდონის მერი სადიკ ხანი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. გამოცემა Observer-ში გამოქვეყნებულ წერილში ხანმა გააკრიტიკა ტერეზა მეის მთავრობა ევროკავშირთან „ბრექსითის“ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის. მისი თქმით, ბრიტანელების ცხოვრების დონე, ქვეყნის ეკონომიკა და სამუშაო ადგილები საფრთხის წინაშეა.
„ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს საზოგადოებრივი კენჭისყრა მთავრობის მიერ მიღწეულ „ბრექსითის“ შეთანხმებაზე ან შეთანხმების გარეშე „ბრექსითზე“, ამავე დროს, უნდა იყოს ევროკავშირში დარჩენის არჩევანი“, – აღნიშნა ლონდონის მერმა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა მთავრობას „ბრექსითის“ გეგმა ჯერ არ აქვს შეთანხმებული.