ლონდონის ცენტრში, რუსეთის საელჩოსთან დემონსტრანტებმა გზა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს
ლონდონის ცენტრში, რუსეთის საელჩოსთან დემონსტრანტებმა გზა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს.
რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქცია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების წლისთავს ეძღვნებოდა.
ლონდონის პოლიციის ცნობით, გზაზე გადაადგილებისთვის ხელის შეშლისა და გზის დაზიანების გამო ოთხი ადამიანი დააკავეს.