ლონდონი „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი სტანდარტების შემუშავებას ითხოვს
ლონდონი „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი სტანდარტების შემუშავებას ითხოვს

ლონდონი ბრიუსელს დაემუქრა, რომ „ბრექსითის“ შემდეგ 39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს არ გადაიხდის, თუ ევროკავშირი გაერთიანებულ სამეფოსთან ახალ შეთანხმებას არ გააფორმებს.

როგორც „ბრექსითის“ საკითხებში მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, ლონდონი ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი სტანდარტების შემუშავებას ითხოვს. მისივე თქმით, სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე შეთანხმებას ასრულებს, ხოლო მეორე პროცესს აჭიანურებს, დიდი ბრიტანეთისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან გასვლის ახალი გეგმა 19 ივლისს განიხილეს, თუმცა შეფასებებისგან თავი შეიკავეს.

როგორც ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე ამბობს, აუცილებელია ლონდონთან კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნება.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2019 წელს გავა. ამის შემდეგ ლონდონსა და ბრიუსელს შორის ე.წ. გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს, რა დროსაც მხარეები თანამშრომლობის შემდგომ მოდელზე უნდა შეთანხმდნენ.