ლონდონ-სიტის აეროპორტი დროებით დაიხურა
ლონდონ-სიტის აეროპორტი დროებით დაიხურა

ლონდონ-სიტის აეროპორტი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, დროებით დახურეს. ამის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ტემზაში აღმოაჩინეს. პოლიციამ აღმოჩენილი ბომბის გარშემო 214 კილომეტრის რადიუსის ტერიტორია დაკეტა, რის გამოც აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.

ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილი ყველა რეისი გადაიდო, რაც დაახლოებით 16 ათას მგზავრს შეეხო.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, აეროპორტი მთელი დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი.

ლონდონ-სიტი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის სიდიდით მეხუთე საერთაშორისო აეროპორტია.