ლონდა თოლორაია - დღეს თბილისში სხვადასხვა ადგილას აქციების 30-მდე მონაწილეა დაკავებული
თბილისში დღეს სხვადასხვა ადგილას აქციების 30-მდე მონაწილეა დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე.
„ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე, ვინაიდან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან და მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ რამდენიმე პირი – „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლას ცდილობდნენ, სადაც აქციაა დაგეგმილი. ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოკითხვაზე გადაიყვანეს გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი, გია კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი.