გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი მოსკოვის „ლოკომოტივში” გადავიდა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა საბა კვირკველიას გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გერმანელი ახალ გუნდში მეხუთე ნომრით ითამაშებს.
ჰიოვედესი “შალკეში” 2007 წლიდან თამაშობდა, ამ გუნდის რიგებში 335 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.
გასული სეზონი მცველმა იჯარით “იუვენტუსში” გაატარა, მაგრამ მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა.