„ლოკომოტივს“ აბუსერიძე და სპენკელინკი გამოაკლდნენ - ნიდერლანდელი „ვაალვაიკში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
„ლოკომოტივს“ აბუსერიძე და სპენკელინკი გამოაკლდნენ - ნიდერლანდელი „ვაალვაიკში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ კიდევ ორმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ დატოვა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, წავიდნენ ნიდერლანდელი მეკარე მარკ სპენკელინკი და მეკარეების მწვრთნელი, მამუკა აბუსერიძე.

მამუკა აბუსერიძე თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარეთა მწვრთნელად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. საბჭოთა პერიოდში თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ კარს იცავდა. პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ, როგორც მეკარეების მწვრთნელი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ (კახა ცხადაძის დროს) და ასაკობრივ ნაკრებებსა და საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ (გია ცეცაძესთან ერთად).

მამუკა აბუსერიძემ „ლოკომოტივში“ სამი წელი იმუშავა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ გუნდში ამ პოზიციაზე სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. სწორედ აბუსერიძის დროს გამოჩნდა გიორგი მამარდაშვილი და მისი წვლილიცაა, ახლა ქართველი მეკარე „ვალენსიაშია“.

მარკ სპენკელინკი გუნდში ზაფხულიდან თამაშობდა და მისი როლი ესპანეთში წასული გიორგი მამარდაშვილის შეცვლა იყო. მან თავიდან 9 მატჩი ჩაატარა, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ ნიდერლანდელმა მეკარემ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და ადგილი რეზო თევდორაძეს დაუთმო.

თუმცა მარკ სპენკელინკი უგუნდოდ არ დარჩენილა – თბილისის „ლოკომოტივის“ 25 წლის ყოფილი კიპერივაალვაიკში“ გადავიდა და კარიერას ნიდერლანდების ჩემპიონატში გააგრძელებს. მისი ახალი გუნდი ერედივიზიეში მე-12 ადგილზეა.