„ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი - კვირკველიას სკამზე ჯდომას მისი იჯარა ვამჯობინეთ
მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით გადასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„ვიმედოვნებთ, რომ კვირკველია ჩვენთან კვლავ ითამაშებს. მისი დაბრუნება საიჯარო ხელშეკრულების პუნქტით შეგვიძლია. უბრალოდ მესმოდა, რომ ის სკამზე იჯდებოდა, საბასთვის კი სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია. თუ ახალ კლუბში გაიბრწყინებს, ეს შესანიშნავი იქნება. მან ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთა და „ლოკომოტივს“ ბევრი მისცა. თუ დაამტკიცებს, რომ დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა, მაშინ სიამოვნებით გამოვიწვევთ. თუმცა, საამისოდ, საჭიროა სათამაშო პრაქტიკა“, – აცხადებს „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში ვასილი კიკნაძე.
მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია „როტორში“ 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდე გადავიდა, თუმცა, გაირკვა, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვით იჯარის ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობაა გათვალისწინებული.
საქართველოს ნაკრების მცველი „ლოკომოტივში“ 2017 წლიდან თამაშობს. მისი საკონტრაქტო შეთანხმება მოსკოვურ კლუბთან 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი. გასულ სეზონში კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატის მხოლოდ 9 მატჩი ითამაშა.