ლოიდ ოსტინი - ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინისთვის ისეთი სახის მხარდაჭერისთვის, რომელიც ბრძოლის ამ ეტაპზე ეფექტური იქნება
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ უკრაინისთვის ისეთი სახის მხარდაჭერა, რომელიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოსტინის განცხადებით, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.
„უკრაინელებს შორ მანძილზე მოქმედი ცეცხლი სჭირდებათ. ისინი გამოხატავენ ტანკების საჭიროებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ მათთვის ისეთი სახის მხარდაჭერა, არტილერიისა და საბრძოლო მასალის ტიპების, რომლებიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე. თქვენ ნახეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ აქ უახლოეს წარსულში პრეზიდენტის მიერ 800 მილიონი აშშ დოლარის ავტორიზაციის შედეგად, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ 155 ჰაუბიცისგან შემდგარი ხუთი ბატალიონი, ასობით ათასი საარტილერიო ტყვია. ჩვენ ასევე ჩართული ვართ პროცესში ჩვენს კოლეგებთან სხვა ქვეყნებში იმავე ტიპის შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში გუშინ ჩავიდნენ.