ლოიდ ოსტინი - ვლადიმერ პუტინი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას იძლევა, რადგან მისი არმია სამხედრო წარუმატებლობას განიცდის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას იძლევა, რადგან მისი არმია სამხედრო წარუმატებლობას განიცდის, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, დღეს რუსული ჯარები არ არიან ეფექტური ადგილზე მანევრების თვალსაზრისით და ძირითადად გაჩერებული არიან.
პენტაგონის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინელებმა გამოიჩინეს „მნიშვნელოვანი მონდომება“, ეფექტურად გამოიყენეს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი, აღჭურვილობა და, შესაბამისად, გაანადგურეს მტრის გეგმები.
მანამდე ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვა.