ლოიდ ოსტინი - უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება
უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინის თქმით, სწორედ ეს შედეგი დაეხმარება მათ განსაზღვრონ გლობალური უსაფრთხოების კურსი.
ლოიდ ოსტინის განცხადებით, ნატო თავდაცვითი ალიანსია და ის რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ მიისწრაფის, თუმცა განაგრძობენ უკრაინის გვერდით დგომას, ქვეყნის რომელიც საკუთარ თავს იცავს.
„აშშ-ის ხელმძღვანელობამ ხელი შეუწყო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას. მსოფლიოს არ სურს უკან დაბრუნება, არ სურს გაგრძელდეს აჯანყების, ქაოსისა და ომის ახალი, საშინელ ეპოქა. რუსეთის შემოჭრა კი გვთავაზობს ტირანიისა და არეულობის შესაძლო სამყაროს, არეულობას, რომელშიც არც ერთ ჩვენგანს არ სურს ცხოვრება. პუტინს მეგობარი ავტოკრატები უყურებენ და შეუძლიათ დაასკვნან, რომ ბირთვული იარაღის მოპოვება მათ ნადირობის ლიცენზიას მისცემს, ამან შეიძლება ბირთვული იარაღის გავრცელების სახიფათო სპირალი გამოიწვიოს“, – განაცხადა ოსტინმა.