ლოიდ ოსტინი - სი ძინპინის ვლადიმერ პუტინთან ვიზიტი რუსეთისადმი მხარდაჭერის ძალიან შემაშფოთებელი გზავნილია
ლოიდ ოსტინი - სი ძინპინის ვლადიმერ პუტინთან ვიზიტი რუსეთისადმი მხარდაჭერის ძალიან შემაშფოთებელი გზავნილია

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის შემაშფოთებელი გზავნილია, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ვფიქრობ, სი ძინპინის ვლადიმერ პუტინთან ვიზიტი და იქ მისი მრავალდღიანი ყოფნა რუსეთისადმი მხარდაჭერის ძალიან შემაშფოთებელი გზავნილია“, – აღნიშნა ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არსებობს ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის მტკიცებულება, ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი რუსეთისადმი დემონსტრაციული მხარდაჭერის ნიშანია.

ოსტინის განცხადებით, ჩინეთი რუსეთს თუ ლეტალურ იარაღს მიაწვდის, ეს პოტენციურად იმოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელებაზე და გააფართოებს მის გავლენას არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.