ლოიდ ოსტინი - პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ მივაწოდებთ იარაღს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ მივაწოდებთ იარაღს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. უკრაინის გადარჩენა ბეწვის ხიდზეა და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაც. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, რათა შევაჩეროთ პუტინის ბრძოლის კამპანია და უკრაინელი ხალხის რწმენის შენარჩუნება“, – განაცხადა ოსტინმა.
თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ მისცემს უკრაინას დამარცხების საშუალებას.
„ჩვენ მტკიცე ვრჩებით უკრაინისთვის რესურსების მიწოდების კუთხით, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს კრემლის აგრესიას“, – აღნიშნა ოსტინმა.