აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოშია.
ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში.
„მე მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩემს შეხვედრებს“, – წერს პენტაგონის ხელმძღვანელი „ტვიტერის“ გვერდზე.