ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი სოციალურ ქსელში წერს.
„მეოთხედ ვბრუნდები უკრაინაში როგორც თავდაცვის მდივანი, რათა ვაჩვენო, რომ აშშ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – წერს ოსტინი.
ოსტინს კიევში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი შეხვდა.
მედიის ინფორმაციით, ოსტინი გეგმავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრას, რათა განიხილონ უკრაინის საჭიროებები.