ლოიდ ოსტინი - დიალოგი ჯილდო არაა, ეს საჭიროებას წარმოადგენს, ამიტომ ველოდები მეტ მოლაპარაკებებს ჩინეთის მხარესთან, ვერაფერი ჩაანაცვლებს ღია საკომუნიკაციო ხაზებს, რათა გაუგებრობა ავიცილოთ
დიალოგი ჯილდო არაა, ეს საჭიროებას წარმოადგენს, ამიტომ ველოდები მეტ მოლაპარაკებებს ჩინეთის მხარესთან, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან, დონ ჯუნთან შეხვედრაზე განაცხადა.
ოსტინის თქმით, სამხედრო ლიდერებს შორის პირდაპირ კავშირებს და მოლაპარაკებებს ვერაფერი შეცვლის.
„ვერაფერი ჩაანაცვლებს ღია საკომუნიკაციო ხაზებს, რათა გაუგებრობა და არასწორი გათვლები ავიცილოთ. როგორც მე ყოველთვის ვამბობდი, დიალოგი ჯილდო არაა, ეს საჭიროებას წარმოადგენს. ამიტომ ველოდები მეტ მოლაპარაკებებს ჩინურ მხარესთან“, – განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის, სინგაპურში „შანგრი-ლას დიალოგის“ სახელით ცნობილ უსაფრთხოების სამიტზე ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „აშშ-ის მიერ ტაივანისათვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, ასეთი ქცევა ძალიან არასწორ გზავნილებს აძლევს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს“.