ლოიდ ოსტინი - ჩინეთთან ომი არ არის გარდაუვალი, არც ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სინგაპურში მიმდინარე შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების ფორუმზე ჩინეთთან შესაძლო ომზე ისაუბრა.
ოსტინის თქმით, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება, მიუხედავად დაძაბულობის სწრაფი ესკალაციისა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
თავდაცვის მდივანმა აღინიშნა განახლებული დიალოგის მნიშვნელობა მასა და ჩინელ კოლეგას შორის არასწორი გათვლებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.
„ჩემი აზრით, ომი არ არის გარდაუვალი, არც ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება. დიდი ქვეყნის ლიდერებმა უნდა განაგრძონ ერთად მუშაობა, რათა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევამციროთ არასწორი გათვლებისა და გაუგებრობების შესაძლებლობები“, – განაცხადა ოსტინმა.
თავდაცვის მდივანმა ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დონ ჯუნთან შეხვედრაზეც ისაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ უთქვამს.
„იქამდე, ვიდრე ვსაუბრობთ, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, გამოვავლინოთ ისეთი საკითხები, რაც პრობლემურია”, – განაცხადა ოსტინმა.