ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინაში ცას არ დახურავს
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინაში ცას არ დახურავს

აშშ უკრაინაში ცას არ დახურავს, – ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრატისლავაში, სლოვაკეთში ვიზიტისას სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არასაფრენი ზონა ნიშნავს, რომ რუსეთთან კონფლიქტში ხარ.

აშშ-ის პერსპექტივიდან, პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიო იყო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში იბრძოდნენ.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მათი ტერიტორიის დასაცავად ძალისხმევაში“, – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებულად გამოიყენეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად.

„ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ არასაფრენი ზონის შემოღება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ბრძოლაში ხართ რუსეთთან და ეს არის ის, რის გაკეთებასაც, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, არ ვაპირებთ, რუსეთთან ბრძოლაში ჩაბმას. რეალურად ცის გასაკონტროლებლად, უნდა გამორთო საჰაერო თავდაცვითი სისტემა ხმელეთზე. ზოგიერთი ასეთი საჰაერო თავდაცვითი სისტემები რუსეთშია და არ არსებობს ამის გაკეთების მარტივი გზა“, – განაცხადა ოსტინმა.