ლოიდ ოსტინი არ მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი გარდაუვალია, მაგრამ ვინმე ისრაელს თუ თავს დაესხმება, აშშ თავის დაცვაში დაეხმარება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი არ თვლის, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი გარდაუვალია, მაგრამ ვინმე თუ ისრაელს თავს დაესხმება, აშშ მათ დაცვაში დაეხმარება.
„თქვენ ნახეთ, რომ ეს გავაკეთეთ აპრილში, თუ საჭირო იქნება, ამას ისევ გავაკეთებთ“, – განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფორმირებულია „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაზე. მისი თქმით, ბოლო 24 საათია, არ უსაუბრია ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან.
ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის შესახებ კითხვაზე, ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს უფრო ფართომაშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.