ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინას გაზაფხულზე კონტრშეტევის კარგი შანსი აქვს
პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინას გაზაფხულზე კონტრშეტევის ძალიან კარგი შანსი აქვს.
როგორც ლოიდ ოსტინმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე განმარტა, უკრაინელებს კონტრშეტევის გაზაფხულზე დაწყების შანსი რუსული ძალების გამოფიტვისა და დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების დამსახურებით აქვთ.
ოსტინის თქმით, უკრაინა დღეს საგრძნობ უპირატესობას ფლობს, იმის მიუხედავად, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ცვალებადი იყო და ქალაქ ბახმუტთან სერიოზული ბრძოლა გრძელდება.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელთა წარმატებული მოქმედებების შედეგად, რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგი და სამხედრო ტექნიკის დანაკლისი აქვთ. ამის გამო, ოსტინის თქმით, რუსეთი იძულებულია, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს დახმარების თხოვნით მიმართოს.