ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში და ეს შორ რადიუსზე მოქმედი ამერიკული შეიარაღების გარეშეც შესაძლებელია
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია და მიაჩნია, რომ ეს ამერიკული შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღების გარეშეც შესაძლებელია.
პენტაგონის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამერიკულ შეზღუდვებს, რომელიც ვაშინგტონს შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული.
ამასთან, ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე გაიყვანა „ატაკამსების“ მოქმედების ზონიდან თვითმფრინავები, რომლებსაც მართვადი ავიაბომბების დასაშენად იყენებდა.
„უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ დრონების სახით. ასევე, აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი უპილოტო აპარატები. ისინი ძალიან ეფექტურია. რეალურად ვნახეთ, როგორ ახორციელებენ თავდასხმებსა და ოპერაციებს საზღვრიდან 400 კილომეტრის მოშორებით. უკრაინას აბსოლუტურად შეუძლია გამარჯვება. ჩვენ გამარჯვებას განვსაზღვრავთ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი ტერიტორია და შეაკავოს აგრესია მომავალში“, – განაცხადა ოსტინმა.
ლოიდ ოსტინმა ასევე დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები რუსეთში იმყოფებიან და ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებენ. „არსებობს მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთში არიან. რას აკეთებენ? ვნახოთ“, – განაცხადა ოსტინმა.