აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს
აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ ახალ დახმარების პაკეტს დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოაცხადებს, თუმცა არ დაუსახელებია, კონკრეტულად რა შევა დაფინანსების პაკეტში. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ახლა უკრაინისთვის კრიტიკული მომენტია ზამთრის მოახლოების თვალსაზრისით.
თავდაცვის მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნის დაპყრობის საშუალება თუ ექნება, მაშინ ყველა ქვეყანა ნაკლებად დაცული იქნება.
„მსოფლიოს ავტოკრატები თუ გაიგებენ, რომ კეთილი ნების მქონე ერები საკუთარ პრინციპებს რისკის ქვეშ აყენებენ, მაშინ მსოფლიო გაცილებით საშიში გახდება. უკრაინა თუ არ არის თავისუფალი, მსოფლიო არაა უსაფრთხო“, – აღნიშნა ოსტინმა.