ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ-მა ისრაელისთვის ბომბების მიწოდება რაფაჰში მათი პოტენციური გამოყენების საშიშროების გამო შეაჩერა
აშშ-მა ისრაელისთვის ბომბების მიწოდება რაფაჰში მათი პოტენციური გამოყენების საშიშროების გამო დროებით შეაჩერა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გააკეთა.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ისრაელმა არ უნდა წამოიწყოს მასშტაბური თავდასხმა რაფაჰზე მშვიდობიანი მოქალაქეების გათვალისწინებისა და მათი დაცვის გარეშე. ჩვენ შევაფასეთ სიტუაცია და დავაპაუზეთ მძიმე ჭურვების ერთი პარტია“, – განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, აშშ განაგრძობს იმის უზრუნველყოფას, რომ ისრაელის ჰქონდეს თავდაცვისთვის ყველა საშუალება, მაგრამ ამჟამად რაფაჰში მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიარაღების მიწოდების საკითხს გადახედეს.
შეიარაღების აღნიშნული პარტიის გაგზავნა გასულ კვირას დაპაუზდა. დახმარება 1 800 ერთეულ 900კგ-იან ბომბსა და 1 700 ერთეულ 225კგ-იან ბომბებს მოიცავდა.