საბა ლობჟანიძისთვის აპრილი ძალიან წარმატებული გამოდგა. „რანდერსის“ ქართველი ნახევარმცველი ჯერ მატჩის და ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ახლა კი იგი დანიურმა გამოცემა tipsbladet.dk–მა აპრილის თვის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
„ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც „რანდერსში“ სეზონის დაწყებამდე მოვიდა, აპრილში 4 გოლი გაიტანა, მათ შორის სამი – „სონდერისკესთან“. საბა ლობჟანიძე „რანდერსის“ საკვანძო მოთამაშე გახდა. აპრილში ამ გუნდში ვიქტორ ფიშერი და გუსტავ ვიკჰაიმიც კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ სიმბოლურში ადგილი მაინც საბა ლობჟანიძემ დაიმსახურა“, – ასე დაასაბუთა tipsbladet.dk-მა ქართველის აღიარება.
დანიურ სუპერლიგაში დასარჩენად 5 მაისს „რანდერსის“ „ჰელსინგერს“ საშინაო არენაზე შეხვდება, ხოლო 13 მაისს გასვლაზე ეთამაშება. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ლობჟანიძე ორმატჩიან დაპირისპირებაში, რადგან ბოლო ტურში მუხლის ტრავმამ თავი გაახსენა.