აშშ-ში რუსეთის სამხედრო დაზვერვის შვიდ თანამშრომელს კიბერთავდასხმისთვის ბრალი წაუყენეს
აშშ-ში რუსეთის სამხედრო დაზვერვის შვიდ თანამშრომელს კიბერთავდასხმისთვის ბრალი წაუყენეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურის თანაშრომლებს ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმისთვის ედებათ ბრალად.
გამოძიების მასალების თანახმად, ბრალდებულები კიბერთავსხმას მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს წინააღმდეგაც ახორციელებდნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ რუსეთის ჰაკერული თავდასხმის ობიექტი შვეიცარიის ლაბორატორია გახდა, რომელიც იმ ნივთიერებას იკვლევდა, რითაც რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი ბრიტანეთში მოწამლეს.
პროკურორების ინფორმაციით, შვიდ ბრალდებულთაგან სამი 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაშიც არიან ბრალდებული.