თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ფშაველი-ომალოს გზაზე ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწა-კლდის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„დღეს დილით გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და ომალოს მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელია. თუმცა ცალკეულ მონაკვეთებზე სპეციალური ტექნიკა კვლავაც აგრძელებს მუშაობას“, – განუცხადა პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა.
თუშეთის მიმართულებით გზა გუშინ საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად მიწა-კლდის ჩამოშლის გამო რამდენიმე ადგილზე ჩაიკეტა. გზაზე ჩარჩენილი ოთხი ავტომობილის მგზავრები კი, რეინჯერთა სახლში დააბინავეს.