სიონის ტაძარში საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები ესწრებიან
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარე საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრება.
ტაძარში იმყოფებიან ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საკათედრო საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს.