საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს შავ ზღვაზე შტორმის შესახებ აფრთხილებს.
სამსახურის ინფორმაციით, სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. 4-ბალიანი შტორმის გამო, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. აკრძალვა 16 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს
ბანაობა ნებადართული კოშკურებზე თეთრი ალამის აღმართვის შემთხვევაში იქნება.
საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს და მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.