შავ ზღვაში უკრაინულ-ამერიკული სამხედრო საზღვაო წვრთნა Sea Breeze 2018 დაიწყო. ამის შესახებ უკრიანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სწავლებაში 19 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს. მანევრებში ჩართულია ორი ათასზე მეტი სამხედრო, 30 გემი და საფრენი აპარატები.
სამხედრო წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად 7 ივლისს ოდესის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის სამხედრო გემი USS Mount Whitney შევიდა, მანამდე კი შავ ზღვაში სარაკეტო ავიამზიდი USS Porter-ი შევიდა.
აშშ-ის სამხედრო გემების გარდა, სწავლებაში მონაწილეობენ თურქეთისა და რუმინეთის სამხედრო გემები, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები და მყვინთავები, ასევე საქართველოსა და მოლდოვის საზღვაო ქვეითთა ძალები.
სამხედრო წვრთნა Sea Breeze 2018 21 ივლისამდე გაგრძელდება.