სავალუტო რეზერვები ერთ თვეში 57 მილიონი დოლარით შემცირდა
სავალუტო რეზერვები ერთ თვეში 57 მილიონი დოლარით შემცირდა

საქართველოს სავალუტო რეზერვები ერთ თვეში 57 მილიონი დოლარით შემცირდა. ეროვნულ ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 95 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც უცხოური ვალუტის რეზერვები 2 მილიარდ 894 მილიონი დოლარია.

30 სექტემბრის მდგომარეობით კი, რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 152 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სავალუტო რეზერვების დაბალ მოცულობაზე მიუთითებს. ფონდის ცნობით, რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა.