სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პირს ოპერაცია უტარდება, – ამის შესახებ პირველ არხს  თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა.

დაშავებულები სწორედ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში ორი პირია შეყვანილი.

„კლინიკაში შემოყვანილია ორი პაციენტი. ერთს აღენიშნება მუცლის ღრუს ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. მეორე პაციენტი კი – ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში. ვიცით, რომ ვერტმფრენში ხუთი პირი იმყოფებიდა, კლინიკაში ამ დროისთვის ორია შემოყვანილი“, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, დღეს კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. შსს-ს ინფორმაციით,  ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ.