საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე იანოშ ჰერმანს კარლ ჰარცელი შეცვლის
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იანოშ ჰერმანს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მთავარი მრჩეველი კარლ ჰარცელი შეცვლის, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურში განუცხადეს.
შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი დონალდ ტუსკის კაბინეტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა ცენტრალური აზიის და ევროკავშირის არაწევრი ევროპის ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თემატიკა.
კარლ ჰარცელი საქართველოში სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ ჩამოვა, რაც იანოშ ჰერმანს, აგვისტოს ბოლოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უფლება-მოსილება ამოეწურება და საქართველოს დატოვებს.
იანოშ ჰერმანი საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ასრულებს.