საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს თაბაგარმა თავად დაუდასტურა.
მაია თაბაგარი მანამდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კი, ნინო წივწივაძე იქნება.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს სოფო მოსიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც სამსახური პირველი აგვისტოდან დატოვა.