სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა.
სალომე ზურაბიშვილი კრწანისის საარჩევნო ოლქის, მე-3 საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მან ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს მისცა.
„მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.