„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი - აჭარაში არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
აჭარაში არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება, – აღნიშნული განცხადება „სამართალიანი არჩევნების“ აჭარა-გურიისა და ფოთის კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე პროცედურულ დარღვევას.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მხოლოდ რამდენიმე პროცედურული ხასიათის დარღვევა დაფიქსირდა და ამ კუთხით ქობულეთის 32-ე უბანს გამოვყოფ, სადაც ბიულეტენებში ნუმერაცია იყო არეული. გამოწვევად რჩება უბნებთან როგორც „ქართული ოცნების“, ასევე გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების მობილიზება, რაც არ არის პირდაპირი კანონდარღვევა, მაგრამ ქმნის ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების რისკებს“, – განაცხადა მადონა ბერიძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.