საბერძნეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრიკალადან სამხრეთ-დასავლეთით 34 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაფიქსირდა.
სტიქიის შედეგად, რამდენიმე გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ კი, ინფორმაცია არ გავრცელებულა.