„ქართული ოცნების“ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აქციას მართავენ
„ქართული ოცნების“ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აქციას მართავენ

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის აქცია – „მამები სიმართლისთვის“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებასთან“ მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ, მათი განცხადებით, სწორედ სოსო გოგაშვილია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი. ისინი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირების დასჯასაც ითხოვენ.

საპროტესტო აქციაზე მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრას და გასაუბრებას ითხოვენ.