პოლონური მედია - ვარშავის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის გამო, 11 ადამიანი დაშავდა
ვარშავის აეროპორტის სატვირთო ტერმინალში ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის გამო, 11 ადამიანი დაშავდა. როგორც რადიოსადგური RMF-ი იტყობინება, ინციდეეტი შოპენის სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში მოხდა.
„ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვა მთავარ სატვირთო ტერმინალში, ვარშავაში. ევაკუირებულია 11 ადამიანი“ – ნათქვამია განცხადებაში.
ოთხი დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. მათ გულის რევის შეგრძნება აქვთ და თავის ტკივილი აწუხებთ.
ინციდენტის ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან.