ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გამყარდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2.6074 ლარი ღირს, გუშინ კი, 2.6343 ლარი ღირდა.
ევროსთან მიმართებაში ლარი დაახლოებით 6 თეთრით გამყარდა. გუშინ დადგენილი კურსი 3.0047 იყო, დღეს კი 2.9495 ლარია.
ლარი სავალუტო ჯიხურებში, კომერციულ ბანკებსა და Bloomberg-ზეც დღეს დილიდან მყარდებოდა. ამასთან, დილიდან გამყარების ტენდენცია ჰქონდა თურქულ ლირასაც.