მარია ზახაროვა - ნატო ევროატლანტიკურ სივრცეში სიტუაციის რეალური შეფასებით დაინტერესებული არ არის
მარია ზახაროვა - ნატო ევროატლანტიკურ სივრცეში სიტუაციის რეალური შეფასებით დაინტერესებული არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ნატო-ს მექანიკური გაფართოება არავის უსაფრთხოებას არ გაამყარებს.

მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან ტრადიციულ ბრიფინგზე თქვა, რომ ჩრდილოატალანტიკური ალიანსი რუსეთის შეკავების გამოგონილი საბაბით აფართოებს ნატო-ს, სინამდვილეში კი ამ ნაბიჯით მხოლოდ გამყოფ ხაზებს აფართოებს .

„ყველა მხრიდან ისმის, რომ ნატო ადაპტაციას ცდილობს და მზადაა დაიცვას თავის ქვეყნები საფრთხეებისგან. რეალურად კი ალიანსი კონფრონტაციის ატმოსფეროს ქმნის. ასეთი ხაზის აღდგენის პრაქტიკული გამოხატულება ისაა, რომ ნატო რუსეთის შეკავებას გამოგონილი საბაბით ცდილობს. იგივე მიზეზით აიხსნება ნატო-ს გაფართოებისკენ მისწრაფება, რაც სინამდვილეში გამყოფ ხაზებს აფართოებს და ევროპაში დაძაბულობას ზრდის“, – განაცხადა ზახაროვამ.