მამუკა მდინარაძე - ოპონენტები ცდილობენ, შექმნან დესტრუქციული ფონი, მაგრამ არჩევნები ძალიან მშვიდად მიმდინარეობს
ოპონენტები ცდილობენ, შექმნან დესტრუქციული ფონი, მაგრამ რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული და ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა პროვოკაციები.
მდინარაძის თქმით, მცდელობის მიუხედავად, ოპონენტები დესტრუქციული ფონის შექმნას ვერ მოახერხებენ.
„დილიდან მოყოლებული, დაწყებული საარჩევნო კომისიების მხრიდან წილის ყრის პროცესში არ მონაწილეობით, დამთავრებული სხვადასხვა პროვოკაციული მოქმედებებით, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, შექმნან გარკვეული დესტრუქციული ფონი, მაგრამ საბედნიეროდ, გამომდინარე იქიდან, რომ რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული, ძალიან მშვიდად მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით არჩევნები. აქედან გამომდინარე, ისინი ვერ ახერხებენ და ვერ მოახერხებენ დღის განმავლობაში დესტრუქციული ფონის შექმნას“, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატის შეფასებით, არჩევნები მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს.