მამუკა ბახტაძე - ყველას ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობას არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ულოცავს.
მთავრობის მეთაურმა განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა და ყველა მოქალაქეს აქტივობისა და მაღალი სამოქალაქო მუხტისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის პროცედურებს, ხმის დათვლის შედეგებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა პირს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.